მომენტალური საერთაშორისო გადარიცხვები Visa ბარათებზე - გამოცადე ჰეშბანკის Visa Direct სერვისი

მომენტალური საერთაშორისო გადარიცხვები Visa ბარათებზე - გამოცადე ჰეშბანკის Visa Direct სერვისი

როცა საქმე საერთაშორისო გადარიცხვას ეხება, ყოველი წამი და ყოველი ლარი მნიშვნელოვანია. ხშირად, საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრის მხარდაჭერას, ევროპაში მცხოვრები მეგობრისთვის თანხის გაგზავნას თუ საკუთარი უცხოური ბარათიდან თანხის გადმოტანას ორი მთავარი კითხვა ახლავს: „რამდენ ხანში აისახება“ და „რამდენია საკომისიო?“.

ჰეშბანკი ამ კითხვებს Visa Direct P2P გადარიცხვების სერვისით პასუხობს. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ბარათიდან ბარათზე თანხის მომენტალურ ასახვასა და ბაზარზე გამორჩეულად დაბალ, კონკურენტულ საკომისიოებს უზრუნველყოფს.

როგორ მუშაობს Visa Direct გადარიცხვა?

სერვისის მთავარი უპირატესობა მაქსიმალური სიმარტივეა: გადარიცხვისთვის მხოლოდ მიმღების ბარათის 16-ნიშნა ნომერია საჭირო. ოპერაცია რამდენიმე წამში სრულდება, 24/7-ზე, პირდაპირ აპლიკაციიდან.

ჰეშბანკი ორ ძირითად მიმართულებას ფარავს:

  1. ჰეშბანკის ანგარიშის შევსება სხვა Visa ბარათიდან

გადმოიტანე თანხა ნებისმიერი ქართული თუ საერთაშორისო ბარათიდან შენს ჰეშბანკის ანგარიშზე:

  • ლარში (GEL): სრულიად უფასოდ 0%-იანი საკომისიოთი;
  • უცხოურ ვალუტაში (USD, EUR): 1%-იანი საკომისიოთი.
  1. თანხის გაგზავნა ჰეშბანკიდან სხვა Visa ბარათზე

გადარიცხე თანხა ჰეშბანკის ანგარიშიდან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბანკების ბარათებზე:

  • ლარში (GEL): ფიქსირებული 1 ₾
  • უცხოურ ვალუტაში (USD, EUR): 1%

გლობალური დაფარვა და უსაფრთხოება

Visa-ს საერთაშორისო ქსელის მეშვეობით, P2P გადარიცხვები პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს ფარავს, მათ შორის ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს, გაერთიანებულ სამეფოს, ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას, უკრაინას, ყაზახეთს, თურქეთსა და რეგიონის ქვეყნებს.

ჰეშბანკში ყველა ტრანზაქცია დაცულია ავტორიზაციის მაღალი სტანდარტებით, ხოლო ოპერაციის სტატუსს რეალურ დროში ადევნებ თვალს. დაივიწყე „სამუშაო საათები“ ან რთული პროცედურები - შენი ფინანსები შენს რიტმს მიჰყვება.

ჩამოტვირთე აპლიკაცია და გამოცადე, რამდენად მარტივია P2P გადარიცხვები ჰეშბანკთან ერთად.

მიიღე ან გადარიცხე თანხა პირდაპირ აპლიკაციიდან.

(R)