ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























