გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ ყოველთვის მაშინ იღებს ხოლმე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც კონკრეტულ ხიფათებს ხედავს - „ოცნებას“ არჩევნების თავად მოგების რესურსი არ აქვს და დამატებითი მექანიზმები სჭირდება

გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ ყოველთვის მაშინ იღებს ხოლმე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც კონკრეტულ ხიფათებს ხედავს - „ოცნებას“ არჩევნების თავად მოგების რესურსი არ აქვს და დამატებითი მექანიზმები სჭირდება

"ქართული ოცნება“ ყოველთვის მაშინ იღებს ხოლმე მსგავს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც ხედავს კონკრეტულ ხიფათებს, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს.

გიორგი სიორიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მშვენივრად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობაში მას არ აქვს ის მხარდაჭერა, რომლითაც შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება და გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.

„ეს ცვლილებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ეს გულისხმობს ამ შემთხვევაში იმას, რომ შესაბამის სუბიექტებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაასაჩივრონ რეალური დარღვევები, რაც ხდება კენჭისყრის დღეს.

აქ მხოლოდ და მხოლოდ შემოსაზღვრულია საფუძვლები, ტექნიკური, მათემატიკური ცდომილებებით, საოლქო კომისიიდან ცესკო-ში ხდება ცენტრალიზება საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე გასაჩივრების და სასამართლოშიც თუ რაღაც ტექნიკური საფუძველი არ არსებობს, საერთოდ, განხილვაც კი არ მოხდება საჩივრების.

ასევე ცვლილებები ეხება დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნებას“ არჩევნების თავად მოგების რესურსი არ აქვს არც ადმინისტრაციული რესურსით და სჭირდება დამატებითი მექანიზმები“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს 6 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავს.