ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე - არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს - პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ამისთვის ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალურ გამოშვებაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილთან „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს“.

„ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. აქეთ ვარ მე და... ბატონ ბიძინაზე ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, იმ დღეში რომ არ ვართ, როგორც უკრაინა, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს. გარდა ამის, კიდევ ბევრი რამეა გაკეთებული. ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მას“,- განაცხადა ფარცხალაძემ.