უკრაინული მედია - რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა

უკრაინული მედია - რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა

რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში, ჩრდილოეთის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაიკეტა.

კლიჩკოს თქმით, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს შეუტიეს. ხანძარი სოლომენსკის რაიონში გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, კიევში ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.