პოლონური მედია - კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საბაზრო მოედანზე სროლა მოხდა, რის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. წმინდა მარიამის ეკლესიის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები
მუშაობენ, მოედანზე კი სამედიცინო ვერტმფრენი დაეშვა.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის სპიკერის თქმით, სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშვებულები. მისი თქმით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„კრაკოვის საბაზრო მოედანზე სროლა მოხდა, ცეცხლი გამვლელი მანქანიდან გახსნეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ხალხს მოვუწოდებ, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს,” - განაცხადა სახანძრო სამსახურის სპიკერმა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ჭრილობა ორმა პოლიციელმა მიიღო.
ჟურნალისტებს ინფორმაციით, შემთხვევითი გამვლელებიდან 10 ადამიანი დაშავდა.

























