თბილისში „შაბათის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში „შაბათის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ,,ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

მსვლელობაში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

,,შაბათის მარში” პარლამენტთან დასრულდება.