იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

იაპონიაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც აიჩისა და შიზუოკას პრეფექტურებში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი შიზუოკას პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება არ გამოცხადებულა.
მიწისძვრაზე რეაგირების მიზნით, ცენტრალურმა მთავრობამ საკოორდინაციო შტაბი შექმნა.

























