ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, გადაიდო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი 10 ნოემბერს განახლდება.
არსებული ინფორმაციით, სარჩელის გადადების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, განხილვა 10 ნოემბერს 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

























