ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს შეუერთდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის 10-11 ნოემბერს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მისი ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი.
ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ევროპელები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ ამ მოლაპარაკებებზე.
„საფრანგეთი აბუ-დაბიში ჩავა ამ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს ამ შეხვედრაზე, მაგრამ საფრანგეთი უეჭველად იქ იქნება“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპელებმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს.
„მათ ამერიკელ შუამავალს მკაფიოდ განუცხადეს, რომ კონტინენტის მომავალთან დაკავშირებული არცერთი განხილვა არ შეიძლება ჩვენი მოლოდინებისა და მოთხოვნების უგულებელყოფით წარიმართოს. საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდეს, რადგან ევროპა ის მხარეა, რომელიც ამ ომის შედეგებმა დააზარალა“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

























