დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, APEC-ის სამიტზე სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გავმართავ

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, APEC-ის სამიტზე სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გავმართავ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ მომავალ კვირას, ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერთა სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, რათა მათთან ირანში ომის დასრულებისა და ბირთვული განიარაღების საკითხები განიხილოს.

Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაემგზავრება APEC-ის სამიტზე, რომელიც 18-19 ნოემბერს სამხრეთ ჩინეთში, შენჭენში გაიმართება.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან გაიმართება, რაც საინტერესო იქნება. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის, ბირთვულ განიარაღებაზეც, თუმცა განსახილველი თემები მრავალია. ჩვენ ვცდილობთ, დავასრულოთ ომი ირანში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან შეიარაღების კონტროლის საკითხებზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

მოგვიანებით, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი სამმხრივი შეხვედრის უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების განსახილველად გამოყენების შეთავაზებით გამოვიდა.

ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა: „ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს და შედეგად, უკრაინა „ოდნავ განსხვავებული სახით“ ჩამოყალიბდება. თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.