ირაკლი ფავლენიშვილი - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება

ირაკლი ფავლენიშვილი - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულ, წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე გაცამტვერდა, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შეძლეს საზოგადოებისათვის ისტორიული კონტექსტი დაენახვებინათ, „ნაციონალური მოძრაობის” პირობებში საქართველომ რა წარმატებებს მიაღწია და „ქართული ოცნების” პირობებში რამდენად უკან წავიდა.

„ქართული ოცნების” პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულ, წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე გაცამტვერდა, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება და ამას ქართველი ხალხი იხილავს. რაც შეეხება სამართლებრივ გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას ვაპირებთ, მაღალია იმის მოლოდინი, რომ რაც ივანიშვილს სურს იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პოლიტიკური ბრძოლა ამ ქვეყანაში აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ხალხი წლობით ციხის საშიშროების ქვეშ დგას, დაყადაღებულები არიან, მაგრამ ბრძოლას აგრძელებს, ამიტომაც ამ ბრძოლას კიდევ ერთი რეპრესიული ზომის გამოყენება ვერ შეაჩერებს.

წინა კვირას არა მხოლოდ ვამხილეთ, არამედ მათი პროპაგანდა გავაცამტვერეთ. ჩვენ სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქცია ვიხილეთ, თუნდაც იმ აბსურდულ საქმეებზე, რომელიც წულუკიანის კომისიის დასკვნაში იყო, ასევე „დაზარალებულებზე”, რომლებიც აბსოლუტურად არაადეკვატურ და აბსურდულ სიუჟეტებს ჰყვებოდნენ და ეს ყველაფერი თვითონ კომისიის დასკვნაშია შესული. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული კონტექსტი ვაჩვენეთ, საქართველომ „ნაციონალური მოძრაობის” დროს რა წარმატებებს მიაღწია და „ქართული ოცნების” დროს უკან რა ნაბიჯები გადაიდგა. მჯერა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იხილა ყველაფერი და ღრმად მწამს, რომ ამ პროცესით, „ქართული ოცნების” პროპაგანდა გაცამტვერდა”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა” 28 ნოემბერს „ოპოზიციური ალიანსის” მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას, ფავლენიშვილის განცხადებით, „ეს ექსკლუზიურად რომელიმე ჯგუფის პოლიტიკური აქცია არ გახლავთ, 28 ნოემბერს მონაწილეობას ყველა ვაპირებთ”.

„28 ნოემბრის საპროტესტო აქცია არა მხოლოდ „ალიანსს” აერთიანებს, ეს ექსკლუზიურად რომელიმე ჯგუფის პოლიტიკური აქცია არ გახლავთ. ეს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორის აქციაა, რომელიც 28 ნოემბრის შემდგომ წინააღმდეგობაშია ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, ჩვენი უამრავი წევრი პატიმრობაშია და „ნაციონალური მოძრაობა” ბრძოლის წინა ხაზზეა. 28 ნოემბერს მონაწილეობას ყველა ვაპირებთ და არა რაღაც ექსკლუზიურად კონკრეტული ჯგუფი. ჩვენ ნებისმიერ ჯგუფთან კოორდინაციისა და ლაპარაკისთვის მზად ვართ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.