სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის კონტროლს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ- მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილება “სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით, პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ინიციატივა პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციამ წარადგინა, რომლის განმარტებით, ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოტენციალის ეფექტიანად ზრდას, ეკონომიკის განვითარებას და მეწარმეების მხარდაჭერას.
























