ფრიდრიხ მერცის პარტიამ გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად ილზე აიგნერი წარადგინა, რომლის არჩევის შემთხვევაშიც ის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება

ფრიდრიხ მერცის პარტიამ გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად ილზე აიგნერი წარადგინა, რომლის არჩევის შემთხვევაშიც ის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად ილზე აიგნერი წარადგინა, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელობამ, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „მწვანეებმა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ილზე აიგნერის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირეს.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ფედერალურმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა ჩემს წინადადებას, ფედერალური პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად ილზე აიგნერი წარვადგინოთ“, - განაცხადა მერცმა.

მისი არჩევის შემთხვევაში, 61 წლის ილზე აიგნერი გერმანიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

ცნობისთვის, გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 30 იანვარს არის დაგეგმილი. პრეზიდენტს 1260 წევრისგან შემდგარი ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც ბუნდესტაგის 630 დეპუტატსა და გერმანიის 16 ფედერალური მხარის 630 დელეგატს მოიცავს. არჩევნებში გამარჯვებისთვის 631 ხმაა საჭირო.