Reuters- შესაძლოა, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში ჩავიდნენ

Reuters- შესაძლოა, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში ჩავიდნენ

შესაძლოა, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში ჩავიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლებელია, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში დაგეგმილი ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში ჩავიდნენ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ასევე, ოფიციალური პირის თქმით, უკრაინა და რუსეთი ტერიტორიების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით დახურულ კარს მიღმა გარკვეულ მოქნილობას იჩენენ.

„ნებისმიერი სახის ტერიტორიული შეთანხმების მიღწევა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების ბოლოს მოხდება, როდესაც სხვა საკითხებზე შეთანხმება მიიღწევა, მათ შორის ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ “, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი განცხადებით, აბუ-დაბიში, 10-11 ნოემბერს დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი იქნება, მათ შორის, უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები.

ოფიციალური პირის განცხადებით, ამერიკული მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

„ვფიქრობ, პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსულ მხარეს [ომის] დასრულების რეალურ სურვილს ვხედავთ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.