დონალდ ტრამპი - ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ირანთან კონფლიქტის დასრულებისკენ

დონალდ ტრამპი - ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ირანთან კონფლიქტის დასრულებისკენ

ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ირანთან კონფლიქტის დასრულებისკენ - ამ სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ, როგორც ამერიკელი ხალხი, ისე მთელი მსოფლიო, გაცილებით უფრო უსაფრთხოდ და დაცულები იქნებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან.

“საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი და სხვა ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, ანუ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას და ახალი ოპერაციის - „რკინის კარიბჭის“ - განხორციელებას, რომელიც ხმელეთსა და ზღვაზე მოქმედებებს გულისხმობს”, - აცხადებს ტრამპი.

მისი მტკიცებით, თუ ახლო აღმოსავლეთში ვითარება შეიცვლება, ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მყისიერი რეაგირებისთვის მზადაა.

“ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი - ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება! თუ ახლო აღმოსავლეთში ვითარება შეიცვლება, ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მყისიერი რეაგირებისთვის მზადაა.თუმცა, ამ ეტაპზე, მსგავსი სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდო ჩანს. ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი დაცულები არიან ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და რისკებისგან. ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას კონფლიქტის დასრულებისკენ. უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკის ინტერესები მუდმივად დაცული იყოს. ამ სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ, როგორც ამერიკელი ხალხი, ისე მთელი მსოფლიო, გაცილებით უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნებიან”, - წერს ტრამპი.