მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს.
„არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო, კონკრეტული გეგმა გვქონდეს ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, განიხილებოდა კონცეფციები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ეს თემა იმიტომაც რჩება მუდმივად ყურადღების ცენტრში, რომ, ჩემი აზრით, ის გადამწყვეტი იქნება ომის საბოლოოდ დასასრულებლად. აუცილებელია იმის გააზრება, რომ ომის შემდეგ უკრაინა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და, ცხადია, იმისთვის, რომ იმუშაოს, საჭიროა, მას რუსეთიც ეთანხმებოდეს”, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის ნატო-ს ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიევმა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება მიიღოს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეერთებულმა შტატებმა ასეთი გარანტიები ხელშეკრულების სახით გააფორმოს, რუბიომ უპასუხა, რომ “შესაძლებელია”.
“შესაძლოა, თუმცა არ ვიცი, განგვიხილავს თუ არა ეს საკითხი ასე დეტალურად”, - აღნიშნა რუბიომ.

























