მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი იმართება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.