მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

























