აბუ-დაბიში, უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

აბუ-დაბიში, უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
რუსტემ უმეროვის ცნობით, უკრაინის დელეგაციამ აბუ-დაბიში მუშაობა დაიწყო.
„პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გაიმართება, რომელსაც შეუერთდებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ და მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის წინ სამოქმედო ნაბიჯებს შევათანხმებთ“, - წერს უმეროვი X-ზე.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შედგება.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომის შემდგომი უსაფრთხოების სანდო გარანტიები, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და განვითარება, ასევე ჰუმანიტარული ნაბიჯები. ვმუშაობთ, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით მაქსიმალურ პროგრესს მივაღწიოთ და მშვიდობას მივუახლოვდეთ“, - აცხადებს რუსტემ უმეროვი.

























