„ვაინ კახეთი“ ქართულ ღვინოს საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას შანხაიში წარუდგენს

10–12 ნოემბერს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაინ კახეთი“ჩინეთში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში - ProWine Shanghai 2026-ში იღებს მონაწილეობას.
ღონისძიება Shanghai New International Expo Centre (SNIEC)-ში მიმდინარეობს და ღვინის მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სექტორის სხვა წარმომადგენლებს აერთიანებს.
ProWine Shanghai-ს ფარგლებში „ვაინ კახეთი“ საერთაშორისო სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვან საექსპორტო პორტფელს გააცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ტრადიციული ჯიშებისგან — საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანისა და ქისისგან — დამზადებული ღვინოები, ისე ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქცია და MUNDUS VINI-ის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლებით დაჯილდოებული ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინოები.
„ProWine Shanghai ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ქართული ღვინო და ჩვენი კომპანიის პორტფელი აზიის ბაზრის პროფესიულ აუდიტორიას გავაცნოთ. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები პარტნიორებთან, ასევე პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან. ვგეგმავთ, განვავითაროთ გრძელვადიანი ურთიერთობები.
ჩვენი მიზანია, ხარისხზე ორიენტირებული წარმოებითა და ქართული ღვინის მრავალფეროვნებით საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პოზიციები გავაძლიეროთ,“ — აცხადებენ „ვაინ კახეთში“.
„ვაინ კახეთი“ გამოფენის ვიზიტორებსა და პოტენციურ პარტნიორებს W5 დარბაზში, W5B80-17 სტენდზე უმასპინძლებს.
„ვაინ კახეთის“ შესახებ
„ვაინ კახეთი“ 2017 წელს თელავში დაარსდა. კომპანია საქმიანობას მევენახეობისა და მეღვინეობის იმ სამეცნიერო მემკვიდრეობაზე დაყრდნობით წარმართავს, რომლის ისტორიაც 1921 წლიდან იწყება.
„ვაინ კახეთი“ ფლობს და მართავს ვენახებს კახეთის მევენახეობის ზონებში, მათ შორის, ისეთ უნიკალურ მიკროზონებში, როგორიცაა ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი. წარმოების პროცესში ტრადიციული კახური მეღვინეობის გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთიანდება. საწარმოო ინფრასტრუქტურა აღჭურვილია თანამედროვე ჩამოსხმის ხაზითა და ლაბორატორიით, რაც პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესს უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ვებგვერდი: www.wk.ge
სოციალური ქსელები: LinkedIn | Instagram | Facebook
(R)

























