ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

ტერაბანკის მხარდაჭერით UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრა

თბილისის ტექნოპარკში სტუდენტური კონკურსი UNI4VERSE – FINEDU დასრულდა. ფინალურ ეტაპზე უნივერსიტეტების გუნდებმა საკუთარი ინოვაციური პროექტები წარადგინეს. კონკურსში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდმა, AEGIS-მა გაიმარჯვა.

ტერაბანკისა და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლების ერთობლივი მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე — Web Summit-ზე, ლისაბონში გაემგზავრა. ამავდროულად, AEGIS-მა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა.

UNI4VERSE – FINEDU სტუდენტური კონკურსია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ფინანსური განათლების, ინოვაციური აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა.

წელს კონკურსში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო. მონაწილეებმა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა იდეაზე იმუშავეს, მათ შორის ბიუჯეტისა და დანაზოგების მართვის, ინვესტიციების, კიბერუსაფრთხოებისა და მცირე ბიზნესის ფინანსების მიმართულებით.

კონკურსის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და სამუშაო სესიებში 1300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი 27 უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს.

კონკურსი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით ჩატარდა.

ტერაბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას, ინოვაციურ აზროვნებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.

(R)