რონალდინიოს პირველი სტუმრობა ბათუმში - ფეხბურთის ლეგენდა Cipriani Batumi-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა

საქართველოს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორში ახალი ეტაპი იწყება - ბათუმში ORBI GROUP-სა და BLOCK GROUP-თან პარტნიორობით იტალიური ბრენდი პრემიუმ კლასის მასშტაბური პროექტით Cipriani შემოდის. პროექტის ოფიციალური წარდგენისა და მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობისთვის საქართველოს ესტუმრა ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდინიო, რომელიც ამავდროულად, Cipriani Batumi-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა.

პროექტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე რეზიდენციის გასაღები რონალდინიოს სიმბოლურად დეველოპერული კომპანია ORBI GROUP-ის გენერალურმა დირექტორმა - ირაკლი კვერღელიძემ გასცა. როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთის ვარსკვლავისა და აღიარებული საერთაშორისო ბრენდების ინტერესი საქართველოს მიმართ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორც ტურისტული, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

პროექტის მშენებლობის ოფიციალურად დაწყების აღსანიშნავად საძირკველში საზეიმოდ ჩაიდო „დროის კაფსულა“. მასშტაბურ ღონისძიებას დეველოპერებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარიძე; ლიდერები ბიზნეს სექტორიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიების პარალელურად, კომპლექსში ოფიციალურად გაიხსნა რეზიდენციების რეზერვაციების პროცესი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რენე რამაცო, მსოფლიოში აღიარებული ბრიტანული არქიტექტურული სტუდიის, WilkinsonEyre-ის, ასოცირებული დირექტორი. სტუდიის გამორჩეულ პროექტებს შორისაა Gardens by the Bay სინგაპურში და Battersea Power Station ლონდონში.

ასევე,პროექტის ინტერიერის დიზაინის კონცეფცია წარადგინა Hassen Balut Studio-ს მთავარმა დიზაინერმა ანდრეა პინიატამ. სწორედ მას ეკუთვნის Cipriani Punta del Este-ს ინტერიერის დიზაინი.

Cipriani Batumi ბრენდის პირველი პროექტია რეგიონში და ამავდროულად, პირველი ულტრა პრემიუმ კლასის კომპლექსია საქართველოში. შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს: სასტუმროსა და ექსკლუზიურ პენტჰაუსებს; კერძო რეზიდენციებს; Cipriani-ს პირველ კაზინოს ევროპაში; ბრენდულ რესტორნებსა და კერძო Beach Club-ს; ღია და დახურულ აუზებსა და ბოლრუმს.
Cipriani-ს შესახებ: ბრენდის ისტორია იწყება 1931 წელს იტალიის ქალაქ ვენეციიდან როდესაც ჯუზეპე ჩიპრიანმა ლეგენდარული ბარი Harry’s Bar გახსნა. წლების განმავლობაში ეს სივრცე იქცა ხელოვანებისა და გამოჩენილი პირების თავშეყრის ადგილად. მათ შორის იყვნენ მწერალი ერნესტ ჰემინგუეი და მსახიობი ქეთრინ ჰეპბერნი.

ერნესტ ჰემინგუეი, ჯუზეპე ჩიპრიანი და რუჯერო კაუმო
დღეს, Cipriani მსოფლიო მასშტაბის გლობალური ბრენდია, რომელიც ფლობს პრემიუმ კლასის რესტორნებს, სასტუმროებს, კერძო კლუბებსა და რეზიდენციებს ნიუ-იორკში, მაიამიში, მონტე-კარლოში, დუბაიში, ჰონგ-კონგში და სხვა. ბათუმის პროექტი ბრენდის გლობალური გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ინვესტიციისა და რონალდინიოს სტუმრობის მნიშვნელობა
მსოფლიო ვარსკვლავის, რონალდინიოს სტუმრობა საქართველოსთვის, კერძოდ, ბათუმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ცნობადობისა და იმიჯის გაზრდის კუთხით. მისი პირველი ვიზიტი და რეზიდენციის შეძენა ძლიერი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისა და მაღალი მხარჯველუნარიანების მქონე ტურისტებისთვის. ამასთან, ქვეყანაში პირველად იწყება ულტრა ლუქს სეგმენტის განვითარება, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ქართული დეველოპერული კომპანიები - ORBI GROUP და BLOCKS GROUP, საერთაშორისო გამოცდილების ბრენდ Cipriani-სთან ერთად. აღნიშნული პარტნიორობა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე უმაღლეს სტანდარტს ქმნის და ახლებურად განვითარებისკენ უბიძგებს მას.

გარდა ამისა, რეგიონში Cipriani-ს პირველი ექსკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნა გლობალურად ზრდის ბათუმის კონკურენტუნარიანობას ტურისტულ რუკაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის: https://www.ciprianibatumi.com
+995 596 33 00 00
cipriani@orbi.net
(R)

























