ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან, დანიელ დეპუტატებთან და წამყვანი თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს.

„ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის თქმით, დანია უკრაინის მხარდასაჭერად თავდაცვის ახალ პაკეტს გამოყოფს.

„ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება, დანიის მხრიდან ძლიერი თავდაცვის პაკეტის სახით. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.