ვოლოდიმირ ზელენსკი - სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული იყო, ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია, ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე, ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის განმეორება, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს

სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, განხილულ იქნა ტყვეების გათავისუფლების საკითხი, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და დეესკალაცია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ინტერესშია უკრაინის ომის დასრულება.
“სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო. დრო ჰქონდათ განეხილათ ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროება და შესაძლო პარამეტრები. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია. დეტალურად ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების არსზე და საფუძვლებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას გარანტიების გრძელვადიანად ფუნქციონირება. ნამდვილი ინსტრუმენტებია საჭირო, რათა დაიბლოკოს ომის ნებისმიერი განმეორება. ასევე, შეეხნენ დეესკალაციის ნაბიჯებს.
ნათელი ინსტრუქციები მივეცი ჩვენს გუნდს შემდგომი დიალოგისთვის - როგორც ხვალ სამმხრივ ფორმატში, ასევე, უფრო ფართოდ, მომდევნო დღეებში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებთან და ევროპის წარმომადგენლებთან. მთავარია ომის დასასრულის ნამდვილად დაახლოება. და უკრაინის მხრიდან ყოველთვის იქნება პროდუქტიული, მაღალი ხარისხის და პატიოსანი სამუშაო. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის და მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მათთვის სანდო პლატფორმის უზრუნველყოფისთვის,” - წერს ზელენსკი.

























