მედია - ლენინგრადში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა

მედია  - ლენინგრადში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რამაც უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გამოიწვია და ტრანსფორმატორის ქვესადგური ავარიულად გამოირთო.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ განაცხდა, რომ ოლქის თავზე 150 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით “პულკოვოს” აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიმავალი ორი თვითმფრინავი ჰელსინკიში დაეშვა.

“ტელეგრამ” არხების ცნობით, დრონებით თავდასხმის შემდეგ უსტ-ლუგას პორტის ინფრასტრუქტურა იწვის.