„გიუაანმა“ National Tourism Awards-ის ღვინის ტურიზმის გამოცდილების კატეგორიაში გამარჯვება ზედიზედ მეორედ მოიპოვა

კომპანია „გიუაანი" National Tourism Awards-ის 2026 წლის გამარჯვებული გახდა ღვინის ტურიზმის გამოცდილების (Wine Tourism Experience) კატეგორიაში. ეს უკვე მეორე წელია, რაც მარანში შექმნილი ღვინის ტურიზმის გამოცდილება ეროვნულ დონეზე უმაღლესი აღიარებით აღინიშნება.
კახეთში, სოფელ მანავში მდებარე „გიუაანმა" National Tourism Awards-ის ღვინის ტურიზმის გამოცდილების კატეგორიაში გამარჯვება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ეს აღიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს კომპანიისთვის, რომლის საქმიანობაც ჰარმონიულად აერთიანებს ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მაღალი სტანდარტის სტუმარმასპინძლობას.
„გიუაანის" ისტორია მრავალწლიან ტრადიციებს უკავშირდება. კომპანიის ისტორიული ფესვები მე-19 საუკუნის მანავში იწყება, ხოლო თანამედროვე საწარმო 2014 წელს დაარსდა. დღეს „გიუაანი" სტუმრებს სთავაზობს ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, ქართულ სამზარეულოზე დაფუძნებულ რესტორანსა და ბუტიკ-ტიპის სასტუმროს. კომპლექსი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ერთი ვიზიტის ფარგლებში სრულფასოვნად გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის მდიდარ კულტურასა და ავთენტურ კახურ სტუმარმასპინძლობას.
კომპანიისთვის ღვინის ტურიზმი მხოლოდ დამატებითი მომსახურება არ არის, ის „გიუაანის" ბრენდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მისი მიზანია სტუმრებისთვის ყურძნიდან ბოთლამდე ღვინის შექმნის სრული პროცესის გაცნობა, ქართული მეღვინეობის ისტორიის გაზიარება და ხარისხიანი, საგანმანათლებლო და ავთენტური გამოცდილების შეთავაზება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელი „გიუაანისთვის" საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition-ის (IWSC) ფარგლებში წლის ღვინის მწარმოებლის ტიტული მოიპოვა. ამასთანავე, „გიუაანი" მსოფლიოს მასშტაბით თეთრი ღვინის საუკეთესო მწარმოებლის ნომინაციაზეც წარადგინეს, რაც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობისა და კომპანიის მიერ მიღწეული შედეგების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმის გამოცდილების კატეგორიაში გამარჯვება ზედიზედ მეორე წელს მოვიპოვეთ. ეს აღიარება მთელი ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომის შედეგია. გვჯერა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შექმნით არ შემოიფარგლება - აუცილებელია, ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავად გაეცნონ მის ისტორიას, ტრადიციებსა და შექმნის პროცესს. სწორედ ამ სრულფასოვანი გამოცდილების გაზიარებას ვცდილობთ „გიუაანში", - აღნიშნავენ კომპანიაში.
„გიუაანი" აგრძელებს აქტიურ განვითარებას და ქართული ღვინისა თუ კახეთის, როგორც საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი ღვინის ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციას.
(R)

























