გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრს ვუყურებთ - მოსარჩელეს სურს, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად სჩადიოდა, რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს  და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არაკონსტიტუციური

გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრს ვუყურებთ - მოსარჩელეს სურს, დაგვაბრალოს ის, რასაც თავად სჩადიოდა, რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს  და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არაკონსტიტუციური

მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არასწორი და არაკონსტიტუციური - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თმით, საქმეს მტკიცებულებების სახით უდევს არარელევანტური მტკიცებულებები და სწორედ ამის გამო არ დაკმაყოფილდა გუშინ მათი შუამდგომლობა მტკიცებულებებისა და სამხილების გამოკვლევასთან დაკავშირებით.

„როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც ვართ მზად იმისათვის, რომ ჩვენი და მილიონი ქართველის არჩევანის და ხმის უფლება დავიცვათ. მზად ვართ, რომ თავისუფალი ქართველი სახელმწიფო დავიცვათ, თუმცა სამწუხაროდ, ამ შენობაში აბსურდის თეატრს ვუყურებთ. მოსარჩელე მხარეს სურს, რომ ყველაფერი ის დაგვაბრალოს, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდა, ამავე დროს ეს რეჟიმი ცდილობს რუსეთისთვის გასახარი საგარეო პოლიტიკა დაკანონდეს და მილიონ ქართველს უთხრას, რომ მათი არჩევანი არის არასწორი და არაკონსტიტუციური.

ეს ყველაფერი ეფუძნება გაურკვეველ ბოდვებს წულუკიანის დასკვნიდან და ჩვენთვის გაუგებარ, საიდანღაც მოტანილ, არარელევანტურ, არასათანადო და არაშესაფერის სამხილებსა და მტკიცებულებს, რომლის მოკვლევაც ჩვენ გუშინ მოვითხოვეთ, რაზეც “ქართული ოცნების” რეჟიმს მკაფიო ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან იციან, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება ამ საქმეს არ უდევს. ეს არის პოლიტიკური განცხადებების ერთობლიობა და ისინი ცდილობენ საქმე პოლიტიკური დებატით მოიგონ და არა სამართლებრივი არგუმენტით”, - განაცხადა გეგელიამ.