დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს

დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, მისი აზრით, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას კრემლთან მოლაპარაკებებში.

„ამას დღეს საღამოს და მოგვიანებით დუბლინში განვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, სურდა თუ არა მას ევროპის წარმომადგენელი გამხდარიყო, ფრედერიქსენმა უარყოფითად უპასუხა.

„არა. იმედი მაქვს, ევროპის ხმის ნაწილი ვიქნები. თუმცა, ჩვენი ინსტიტუტები ჩვენი მუშაობის ცენტრში უნდა იყვნენ“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, სწრაფად უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ წარადგენს მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

„ვფიქრობ, ნოემბერში, არა უგვიანეს, უნდა განვსაზღვროთ, ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე. ეს უკეთესი იქნება, რადგან წარმომადგენელი მიიღებს მოლაპარაკებების მანდატს მთელი ევროპისგან, მთელი ამ კოალიციისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.