ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტს დაესწრება, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან.
COP31-ის ფარგლებში, ფაშინიანის, დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა.

























