ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბრის 08:00-დან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ევროპის მოედნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.
„ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები: N301, N310, N345, N331, N102 და მიკროავტობუსები: N580, N538, N550, N562) და ავტომობილები მეტეხის ხიდის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევას ვერ შეძლებენ და თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით.
ევროპის მოედნიდან მომავალ ავტომანქანებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, წრიული მოძრაობა კი დარჩება უცვლელი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























