შალვა პაპუაშვილი ვიკა ფილფანს - თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიდიხართ პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?! - მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით!

შალვა პაპუაშვილი ვიკა ფილფანს - თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიდიხართ პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?! - მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით!

ქალბატონო ვიკა, თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიემგზავრებიან საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით და თქვენ ამას ელიტურ მივლინებას ეძახით?! - მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით კიდეც, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, ვიკა ფილფანს.

„ქალბატონო ვიკა, სხვათა შორს, თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიემგზავრებიან საქართველოს პარლამენტის მივლინების ფონდიდან და თქვენ ამას ელიტურ მივლინებას ეძახით? თქვენი ფრაქციის წევრები ბრიუსელში რომ მიდიან ბატონ გახარიასთან შესახვედრად? თქვენი პარტიის თავმჯდომარე აქ რომ ვერ ჩამოდის და ბრიუსელში რომ მიდიხართ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?!... როგორ გეკადრებათ?! მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით კიდეც,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე, ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ უპასუხისმგებლობაა ის ხარჯები, რომელსაც ხელისუფლება ყოველწლიურად ელიტურ მივლინებებში ხარჯავს.

„როდესაც გესაუბრებით სოციალურ დახმარებებზე, თქვენ ამას ეძახით პოპულიზმს, ან უპასუხისმგებლობას. უპასუხისმგებლობა არის ის ხარჯები, რომელსაც ხელისუფლება ყოველწლიურად ხარჯავს ელიტურ მივლინებებში, სამთავრობო ავტომობილებში, ძვირადღირებულ ავეჯში. უპასუხისმგებლობა არის ამ ბიუჯეტის მსგავსად წარმოდგენა, როგორც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი,“ - განაცხადა ფილფანმა.