ჯარედ კუშნერის განცხადებით, ხვალ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს, ხოლო მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ჯარედ კუშნერის განცხადებით, ხვალ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს, ხოლო მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ჯარედ კუშნერის განცხადებით, ხვალ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს, ხოლო მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ხვალ, სტივ უიტკოფთან ერთად მოსკოვში გავემგზავრებით პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად და დღევანდელი საკითხების განსახილველად. ვეცდებით, რომ მეტ პროგრესს მივაღწიოთ დღეს განხილულ ზოგიერთ საკითხში, რადგან ჩვენ გარკვეულ შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა.

ასევე, კუშნერის ცნობით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ დუბლინში გაფრინდება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„შემდეგ დუბლინში გავფრინდებით. იქ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას ვგეგმავთ, რათა განვიხილოთ ზოგიერთი იდეა, რომელიც აქ წარმოიშვა“, - აღნიშნა კუშნერმა.

კუშნერის თქმით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან შინაარსიანი, თუმცა რთული იყო“.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ძირითად თემებს შორის ომის შემდგომი უსაფრთხოების, უსაფრთხოების გარანტიების, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ნებისმიერი მომავალი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხები იყო.

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ მოლაპარაკებების ფორმატში ევროპის ჩართვაზე მუშაობს.

„ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ევროპელების ამ ფორმატში ჩართვას, რათა ეს მრავალმხრივი ფორმატი გახდეს“, - განაცხადა ჯარედ კუშნერმა.