დავით არახამია - აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო

მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ აბუ-დაბიში, სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესში 2022 წლიდან ვარ ჩართული, შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან რთული დირექტივებით მოვიდნენ, ამიტომ მოლაპარაკებების შერბილება ურთულესი აღმოჩნდა“, - განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, მხარეები მომავალი შეხვედრის შესაძლო თარიღს მას შემდეგ განიხილავენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„ვფიქრობ, კარგი დინამიკა გვაქვს, რათა ახალ წლამდე გამოსავალი ვიპოვოთ“, - აღნიშნა არახამიამ.

























