„დიდი შვიდეული“ - გავაძლიერებთ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ ზამთრის პერიოდში

“დიდი შვიდეული” გააძლიერებს უკრაინის ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რათა ზამთარში უზრუნველყოფილ იქნას მისი საჭიროებები. ამის შესახებ პარიზში 9-10 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“ხელახლა დავადასტურეთ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სიმყარისადმი მხარდაჭერა, გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ზამთრის პერიოდში,” - ნათქვამია განცხადებაში.
“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე აღნიშნეს 2027 და მომდევნო წლებში უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებებისთვის კოორდინირებული ქმედებების საჭიროება.
“დავგმეთ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, ჩინეთის მიერ იარაღის, სამხედრო წვრთნისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც [რუსეთს] ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ნათელი გავხადეთ ჩვენი განზრახვები, რომ გავაგრძელოთ ამ ქვეყნების წინააღმდეგ ქმედებები”, - ნათქვამია განცხადებაში.

























