შსს-მ თბილისში, კორპუსში, ლიფტთან ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
კერძოდ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, გერმანული ჰოსპიტალის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში ცოლ-ქმარი მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.

























