მერის განცხადებით, მოსკოვს დრონებით შეუტიეს

მერის განცხადებით, მოსკოვს დრონებით შეუტიეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით კიდევ 20 დრონის თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ოცი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - აღნიშნა მერმა.

რუსული მედიის ცნობით, დღის დასაწყისიდან მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 113 დრონის, 16 ნოემბრის 20:00 საათიდან (მოსკოვის დროით) კი 270 დრონის თავდასხმა მოიგერიეს.