რევაზ ნადარაია აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე - შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ! პოლიტიკური განცხადებები საქმესთან შემხებლობაში არაა!

რევაზ ნადარაია აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე - შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ! პოლიტიკური განცხადებები საქმესთან შემხებლობაში არაა!

„ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული და „აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ” „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, პოლიტიკურად მოტივირებულის მიზეზით, კითხვა-პასუხის რეჟიმიდან მოხსნა.

„ემიჯნებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა და უნდა მოუხადოს ბოდიში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ კი კითხვაზე პროტესტი გამოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ კითხვა პოლიტიკურად შეაფასა და მოხსნა.

„ამ შეკითხვამ დიდი დრო რომ არ დაგვაკარგვინოს, ეს შეკითხვა არის მოხსნილი. კარგად დაიწყეთ დღევანდელი სხდომა, ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ. ჩვენ ჩვენს შეფასებებს გავაკეთებთ და ნუ ერევით, რა შეფასებას გააკეთებს სასამართლო. კითხვა მოხსნილია. მოპასუხე მხარეს მოვუწოდებ, რომ კითხვა - პასუხის რეჟიმი გამოიყენოს გონივრულად, რაციონალურად საქმის განხილვის მიზნებიდან გამომდინარე. პოლიტიკური განცხადებები, შეკითხვები, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ არის და იმ ტიპის შეკითხვები, რაც პოლიტიკოსებმა შეგიძლიათ ერთმანეთს გარეთ ნებისმიერ ფორმატში დაუსვათ, ამ პოლიტიკურ შეკითხვებს აქ ნუ დასვამთ. ნუ დაკარგავთ დროს, თორემ ეს დრო შემდგომში თქვენ შეგეზღუდებათ“, - განაცხადა ნადარაიამ.