არჩილ გორდულაძე - პარლამენტის საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და მისი ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ზუსტადაც რომ დემოკრატიაზე თავდასხმაა

პარლამენტის საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და მისი ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ეს ზუსტადაც, რომ თავდასხმაა დემოკრატიაზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციების ძალადობრივ ხასიათზე კონკრეტული ფაქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები მეტყველებს.
„გუშინდელი დღის ჩათვლით, იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ძალადობა არ ყოფილა, აქციები იყო მშვიდობიანი და ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე. მესმის, რომ მძიმეა, რომ მოისმინოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ფაქტზე როდესაც მიუთითებენ, რომ აი, ეს ფაქტები ქმნის ზუსტად ძალადობრივს აქციას და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და რაც ხდებოდა, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და შეგვიძლია მაგალითად, რომ წარმოვადგინოთ კიდევ, თუ ვინმესთვის გასარკვევი არის, თუ რა ხდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კონკრეტული ქმედებები აქვთ ჩადენილი, ეს ერთი საკითხია და მათი კრებსითი ქმედება უკვე, რაც ხდებოდა საქართველოს დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე დღეების განმავლობაში, აი, ეს უკვე ყველაფერი ერთად ქმნის იმ განზრახვას, იმ სულისკვეთებას, რომლის მიზანიც იყო, მათ შორის რაც ბრალშიც არის, აღიარებულიც რომ არის, რომ დაკავებული ყოფილიყო სტრატეგიული ობიექტები. სტრატეგიულ ობიექტს, ისეთს როგორიც არის საქართველოს პარლამენტი, მას არ ჰქონოდა შესაძლებლობა ნორმალური ფუნქციონირების განხორციელებისა, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ საქართველოს პარლამენტის, ზოგადად, პარლამენტის საქმიანობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და დემოკრატიისათვის, პარლამენტის საქმიანობა და პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ეს ზუსტადაც, რომ თავდასხმა არის დემოკრატიაზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

























