ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით, საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალისა და კვლევითი პლატფორმის, Hostile Noise: Source Lost, ოფიციალური პრეზენტაცია 23 ნოემბერს , რუმს თბილისში გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას, შესაძლებლობა ექნება გაეცნონ ფესტივალის ზოგად კონცეფციას, კვლევით მიმართულებას და საერთაშორისო გამოცდილებას.

Hostile Noise: Source Lost წარმოადგენს საერთაშორისო ტრანსდისციპლინურ ფესტივალს, რომელიც ხელოვნების, დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზის საფუძველზე ჩამოყალიბდა და საქართველოში 17-18 აპრილს გაიმართება. ფესტივალის უმთავრესი მიზანია აკადემიური კვლევებისა და სამეცნიერო ცოდნის საჯარო ურბანულ სივრცეში ინტეგრირება. პროექტი აანალიზებს ციფრული ტექნოლოგიების პასიურ მოხმარებასა და ტექნოკრატიულ სტრუქტურებს, სადაც ხმაური, სისტემური ხარვეზები (glitch) და სიგნალის ჩაშლა („Source Lost“) კრიტიკული წინააღმდეგობის, სოციალური დისკურსისა და ინოვაციური ძიების მეთოდოლოგიად გარდაიქმნება.

ფესტივალი პროფ. დოქტ. კარლ შტოკერისა და ასოც. პროფ. სანდრო ასათიანის აკადემიური ხელმძღვანელობითა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაიმართება. ფესტივალის ადგილობრივი მხარდაჭერები არიან რუმს თბილისი და პოსტრედი.

Hostile Noise: Source Lost ქმნის საერთაშორისო აკადემიური და სახელოვნებო დიალოგის სივრცეს, რომელიც მკვლევარებს, ხელოვანებსა და ფართო საზოგადოებას თანამედროვე ტექნოლოგიური რეალობის კრიტიკული გადააზრებისა და ურბანული გარემოს ახლებურად აღქმის შესაძლებლობას აძლევს.