ზაზა ბიბილაშვილი - როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან: ეს კითხვა არ დასვათ, ის არ დასვათ, გააერთიანეთო - ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი?

ზაზა ბიბილაშვილი - როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან: ეს კითხვა არ დასვათ, ის არ დასვათ, გააერთიანეთო - ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი?

როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან, რომ ეს კითხვა არ დასვათ, ის კითხვა არ დასვათ, გააერთიანეთ კითხვები, ბევრი საქმეა ჩამოთვლილი და ყველას ხომ არ შეეხებითო, ყველა მათგანს როგორ არ უნდა შევეხოთ? საუბარია იმაზე, რომ თუ საქმეში პირობითად არის 100 მტკიცებულება, მაშინ 100-ვე ხომ უნდა გავიაროთ? ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევა.

როგორც მან თავად აღნიშნა, სასამართლოს რამდენჯერმე სთხოვა, რომ კითხვების დასმის კონტექსტში საქმის გაჭიანურებაზე სპეკულირება შეეწყვიტათ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის განხილვა უპრეცედენტო სიჩქარით მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, უნდა დავიწყო იმაზე საუბრით, რომ მე სასამართლოს რამდენჯერმე ვთხოვე შეეწყვიტა სპეკულირება საქმის გაჭიანურებაზე აპელირებით, ვინაიდან შეუძლებელია საქმის გაჭიანურებაზე ვისაუბროთ, როდესაც მხოლოდ ერთი თვეც არაა, რაც საქმის განხილვა დაიწყო და პრაქტიკულად უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს არის უპრეცედენტო სიჩქარე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. არსებობს საქმეები, რომლებიც წლობით შემოდებულია თაროებზე და მათ არავინ იხილავს, იქ არანაირი კითხვა არ უჩნდებათ, იქნებ ჯერ ის გადმოვიღოთ და განვიხილოთ, საქართველოში დაჩქარებული წესით ხდება მრავალპარტიული დემოკრატიისა და ოპოზიციის გაუქმება. გვეუბნებიან, კითხვებს რომ სვამთ, ეს ემსახურება საქმის გაჭიანურებასო და დამეთანხმებით, რომ ეს არის აბსურდი. გუშინაც ვთხოვე მოსამართლეს, რომ ამით სპეკულირება შეეწყვიტა, თუმცა ამაზე სპეკულირება იმ კონტექსტში ისევ გაგრძელდა. როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან, რომ ეს კითხვა არ დასვათ, ის კითხვა არ დასვათ, გააერთიანეთ კითხვები, ბევრი საქმეა ჩამოთვლილი და ყველას ხომ არ შეეხებითო, ყველა მათგანს როგორ არ უნდა შევეხოთ? საუბარია იმაზე, რომ თუ საქმეში პირობითად არის 100 მტკიცებულება მაშინ 100-ვე ხომ უნდა გავიაროთ? ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი? დიახ, ყველა ბრალდებას შესაბამის მტკიცებულების დონეზე პასუხი უნდა გაეცეს და ამის საშუალება სასამართლოს მხრიდან არ გვეძლევა.

მეორე, საქმეც ისაა და სასამართლომ მტკიცებულებათა გამოქვეყნების ეტაპი იმიტომ გამოტოვა, ისევე როგორც გამოკვლევის (რომელზედაც თქვა, რომ გამოკვლევას კითხვა-პასუხის ეტაპზე გავაკეთებთო), რომ მაშინ იძულებული იქნებოდა ეთქვა, რომ ერთი „მტკიცებულებაა“ საქმეში, საგამოძიებო კომისიის ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელზეც თვითონვე ამბობენ, რომ მტკიცებულება არაა, ეს არის სხვადასხვა ამბებისა და მტკიცებულებების „კომპლიცა“.

თუ ამბობენ, რომ მტკიცებულება ბევრია, მაშინ ეს მტკიცებულები ცალკე რატომ არ წარადგინეს, რომ ყველა მათგანი ინდივიდუალურად გაგვებათილებინა. ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა და ზუსტად ეს არის თავისუფალი სასამართლოს უფლების შებღალვა, რასთანაც ამ დღეებში საქმე გვაქვს“, - განაცხადა ბიბილაშვილი.