ლევან ბეჟაშვილი - „ოცნება“ სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი - მოსარჩელე მხარეს და სასამართლოს ვატყობთ, რომ პროცესი არ მოსწონთ და უნდათ, ჩვენ ყველაფერი დასკვნით სიტყვაში ვთქვათ, ასე არ გამოვა!

ლევან ბეჟაშვილი - „ოცნება“ სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი - მოსარჩელე მხარეს და სასამართლოს ვატყობთ, რომ პროცესი არ მოსწონთ და უნდათ, ჩვენ ყველაფერი დასკვნით სიტყვაში ვთქვათ, ასე არ გამოვა!

„ქართული ოცნების“ დეპუტაცია სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი-მოსარჩელე მხარეს და სასამართლოსაც ვატყობთ, რომ ეს პროცესი არ მოსწონთ და უნდათ, რომ ეს პროცესი გადააქციონ მარტო დოკუმენტური განხილვის საგნად, რომ ჩვენ პოზიცია წარვადგინოთ და ყველაფერი ვთქვათ დასკვნით სიტყვაში. ასე არ გამოვა! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტებს ააშკარავებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტაცია სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი. დღევანდელ პროცესზე გამოვლინდა, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები მოსარჩელეებს წარმოდგენილი არ აქვთ და პოლიტიკურ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიემართება.

იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ანალოგიური ფაქტი დადგინდა. გურამ შარაძის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური ფაქტი დადგინდა.

ხედავენ, რომ ჩვენ ვააშკარავებთ ფაქტს, რომ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს და შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ არის სასამართლოში.

მოსარჩელე მხარეს და სასამართლოსაც ვატყობთ, რომ ეს პროცესი არ მოსწონთ და უნდათ, რომ ეს პროცესი გადააქციონ მარტო დოკუმენტური განხილვის საგნად, რომ ჩვენ პოზიცია წარვადგინოთ და ყველაფერი ვთქვათ დასკვნით სიტყვაში. ესე არ გამოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულება, ყველა მტკიცებულება იქნეს გამოკვლეული, რაც საქმეში წარდგენილი არის. ჩვენ ამ მტკიცებულებების გამოკვლევას ვითხოვთ, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს გადაახტა სასამართლო და გვითხრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში არ შეგზღუდავთო, რომ მტკიცებულებებზე მსჯელობა მოახდინოთ და ამიტომ მოვითხოვთ სასამართლოსაგან თავისივე დადებული პირობის და კანონისმიერ ვალდებულების შესრულებას“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.