სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერი ყველასია! ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან!

სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერი ყველასია! ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან!

28 ნოემბერი ყველასია. მთავარია ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

ზურაბიშვილი საზოგადოებას 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„28 ნოემბერი ყველასია და ცალ-ცალკე ლოკაციაზე გასვლა ყველას შეუძლია, თუმცა მთავარია ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან და სადაც ვიზეიმებთ უთუოდ ძალიან მალე გამარჯვებას!

28-ში ყველა ერთად!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ორი წელი ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან ურთიერთობების 2028 წლის ბოლომდე დაპაუზების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო აქციაა დაანონსებული.