ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინის შესახებ პუნქტი ამოიღო, რადგან „ფორმულირება კარგი არ იყო“

ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინის შესახებ პუნქტი ამოიღო, რადგან „ფორმულირება კარგი არ იყო“

ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინის შესახებ პუნქტი ამოიღო, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

ალექსანდრ სტუბის განმარტებით, ქალაქ შენჭენში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მეთაურების მიერ გამოქვეყნებულ სამშვიდობო დეკლარაციაში უკრაინის შესახებ პუნქტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-მა ტექსტის ფორმულირების გამო მისი ამოღება მოითხოვა.

„ფორმულირება კარგი არ იყო და აშშ-მა ის ამოიღო. ვფიქრობ, ეს სწორი იყო“, - აღნიშნა სტუბმა.

ასევე, სტუბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს დაურეკა და მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ.

„საქმე იმაშია, რომ რუსეთში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და ის ვლადიმერ პუტინია“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.