გიორგი სიორიძე - კიდევ ერთხელ გამოვლინდა რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი - მისი მიზანი პარტიების აკრძალვით კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება და დიქტატურის გაფორმებაა

„ქართული ოცნების“ სარჩელის ორი მიზანი არსებობს, ერთი არის პარტიების აკრძალვით კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება და შესაბამისად, დიქტატურის გაფორმება, მეორე „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის ანტიქართული, ანტიდასავლური, პრორუსული. „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ამას ჰქონდეს კონსტიტუციური ვალდებულების ძალა, - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, გამოვლინდა ტენდენცია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, პროცედურული საკითხების გამოყენებით, თავი აირიდოს რეალური პასუხებისგან, სიორიძის თქმით, მათ ფაქტებთან, არგუმენტებთან და სამართლებრივ შეფასებებთან ფუნდამენტური პრობლემები აქვთ.
„კიდევ ერთხელ გამოვლინდა რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი, რამდენად აბსურდულია ახსნა - განმარტებები და კითხვები, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სვამდნენ.
გამოვლინდა ტენდენცია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს პროცედურული საკითხების გამოყენებით თავი აირიდოს პასუხებისაგან, რეალური პასუხებისაგან იმიტომ, რომ მათ ფაქტებთან არგუმენტებთან სამართლებრივ შეფასებებთან აქვთ ფუნდამენტური სიღრმისეული პრობლემები, სამწუხაროდ, სასამართლოს მხრიდან არის ისეთ მიდგომა, რომ ეძლევათ შესაძლებლობა ბევრ კითხვას აარიდონ პასუხი, თუმცა ერთი რამ არის ნათელი, ამ სარჩელის ორი მიზანი არსებობს, ერთი არის კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება პარტიების აკრძალვით და შესაბამისად დიქტატურის გაფორმება, აქ არ არის ერთ ორგანიზაციაზე საუბარი, აქ ყოველივე არის ოპოზიციის, განსხვავებული აზრის დევნაზე მიმართული და მეორე გახლავთ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის ანტიქართული, ანტიდასავლური , პრორუსული და „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ამას ჰქონდეს კონსტიტუციური ვალდებულების ძალა", - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

























