დონალდ ტრამპი - პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს - ვკითხე: „შეხვიდოდი მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ და მან მიპასუხა: „არა, ეს არასდროს მოხდებოდა“

პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად გამოხატა თავისი სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ორმხრივი შეხვედრა გავმართე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც ნათლად გამოხატა თავისი სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უთხრა, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, პრეზიდენტი ის რომ ყოფილიყო.
„არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს არ მოხდებოდა. მე ვკითხე: „შეხვიდოდი თუ არა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“. მან მიპასუხა: „არა, ეს არასდროს მოხდებოდა“. ვფიქრობ, კარგი შანსი არსებობს, რომ ამის დასრულებას შევძლებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

























