რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა

რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰის ცენტრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ცნობით, დაშავებულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ქალაქში რესტორანი, ავტოფარეხები და ავტომობილები დაზიანდა.

























