ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 ქალი დაშავდა, რომელმაც დაზიანება ხელის არეში მიიღო.
მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ფოტო: Ruska mchedlidze

























