Reuters - ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა

Reuters - ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრის ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ორი ტანკერი დაზიანდა.

როგორც ცნობილია, ტანკერებს დაუდგენელი ჭურვები მოხვდათ.

UKMTO-ს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.