მარკო მიხელსონი - ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იმპერიის აღდგენის მიზნით აწარმოებს - ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კეთილმა სიტყვებმა ან კომპრომისმა ეს აზროვნება შეცვალოს

მარკო მიხელსონი - ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იმპერიის აღდგენის მიზნით აწარმოებს - ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კეთილმა სიტყვებმა ან კომპრომისმა ეს აზროვნება შეცვალოს

ლავროვი, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იმპერიის აღდგენის მიზნით აწარმოებს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება კეთილმა სიტყვებმა ან კომპრომისის მცდელობებმა შეცვალოს ძალადობაზე დაფუძნებული ასეთი აზროვნება”, - აცხადებს მიხელსონი.

მისი თქმით, რუსეთის ექსპანსიონიზმს საბოლოო წერტილს მხოლოდ დამოუკიდებლობის ომში უკრაინის გამარჯვება დაუსვამს.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა და ცენტრალური უკრაინის დიდი ნაწილი, მათ შორის კიევი, რუსეთის მიწებია. „იქ ხალხი ცხოვრობს, რომელიც ჩვენთან ერთად მოინათლა. ყველანი იქიდან მოვდივართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის გარდა, იმ რუსოფობიის დამარცხებაა, რომლის დანერგვასაც უკრაინაში ცდილობენ, იმ სივრცეში, რომელსაც ახლა უკრაინა ეწოდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.